გრუზინსკები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

1. ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის შთამომავალ ბაგრატიონთა მიერ რუსეთში მიღებული ტიტული, რ-იც შემდეგ მისი მფლობელების გვარად იქცა. ისინი სარგებლობდნენ რუს. იმპერიის თავადის ("Князь") უფლებებით; 2. რუს. იმპერიის სახელმწიფო საბჭოს 1833 წ. 25 აპრ. გადაწყვეტილებით, ქართლკახეთის მეფეების ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შთამომავალი ბაგრატიონებისათვის მინიჭებული ტიტული, რ-იც მისი მფლობელების გვარად იქცა. სახელმწ. საბჭოს 1865 წ. 20 ივნ. გადაწყვეტილებით, ისინი სარგებლობდნენ რუს. იმპერიის "უგანათლებულესი თავადის" ("Светлейший князь") უფლებებით. ეს ტიტული აღემატებოდა თავადის ტიტულს.

ლიტ .: გ ო ნ ი კ ი შ ვ ი ლ ი მ., ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში, თბ., 1986; Д ж а в а х и ш в и л и Н., Грузины под российским флагом (Грузинские военные и государственные деятели на службе России в 1703–1917 гг.), Тб., 2003. ნ. ჯავახიშვილი.