გრუი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რ უ ა, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმ. საქართველოში, ქსნის ხეობაში, მდ. ალეურის მარჯვ. შენაკადის გრუისხევის შუაში ამოზიდულ გორაკზე (ახლანდ. ახალგორის მუნიციპალიტეტი). შემორჩენილია ნანგრევები. გ. პირველად მოხსენიებულია თხზულება „მატიანე ქართლისაში" (XI ს.), ხოლო შემდეგ – „ძეგლი ერისთავთაში" (XIV ს.). VI ს. მოვლენების თხრობისას მოიხსენიება როგორც გ. და გრუელნი. X ს-ში გ. წირქოლის ციხესთან ერთად ქართლზე კახეთის სამეფოს პოლიტ. ბატონობის საყრდენი იყო. ციხეს სამი მხრიდან მდინარე უვლის. სამხრ. ნაწილში რიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები სათოფურებიანი მრგვალი კოშკია (დიამეტრი 6 მ ), ჩრდ. ნაწილში – სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევები. ნაგებობებს შორის ადგილი გარშემორტყმული ყოფილა პარალელური კედლებით. ციხის ნაშთები XIV–XVII სსისაა. აქ აღმოჩენილი კერამიკის ფრაგმენტები (VI–XII სს.) წერილობით ცნობებთან ერთად სარწმუნოს ხდის, რომ გ-ს ციხე ჯერ კიდევ ადრინდ. ფეოდ. ხანაში არსებობდა.

ლიტ .: გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, [ტ.] 3. ჯ. გვასალია.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გრუი&oldid=1052-დან“