გრუნერის აისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრუნერის აისი.

Anthocharis gruneri), პეპელა თეთრულასებრთა ოჯახისა, იშვიათი სახეობა, აღმ. ხმელთაშუაზღვის ენდემი. ამიერკავკასიაში გვხვდება მისი ქვესახეობა. გ. ა-ის გავრცელების ჩრდ. საზღვარია საქართველო. გვხვდება სამხრ. მთიანეთის (ახალციხეახალქალაქი, თბილ. მიდამოები) და კავკასიონის (თუშეთი) ქსეროფიტულ დაჯგუფებებში მცირე პოპულაციების სახით. პეპელა ძირითადად გვხვდება ივნ.-ივლ- ში (ზოგჯერ ადრეც), მთაში კი – უფრო გვიან. გ. ა-ის მატლი იკვებება ღორღორას (Sysimbrium) გვარის წარმომადგენლებით. დიაპაუზას გადის ჭუპრის ფაზაში. საქართველოში დაცულია საგურამოს, ბორჯომისა და ახმეტის ნაკრძალებში. ე. დიდმანიძე.