გრუშევსკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიხეილ სერგეის ძე [17. IX. 1866, ქ. ხოლმი (ახლანდ. ხელმი, პოლონეთი), – 25. XI. 1934, ქ. კისლოვოდსკი], უკრაინის პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი. რუს. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1910), უკრაინის სსრ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1924), სსრკ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1929). ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი. ბავშვობა საქართველოში გაატარა, სწავლობდა თბილ. პირველ გიმნაზიაში (მემორიალური დაფა, 1996). უმაღლესი განათლება მიიღო კიევის წმ. ვლადიმირის უნ-ტში. გ. იცავდა უკრაინის ეროვნ. იდეებს, რისთვისაც მუდმივად დევნიდნენ. 1914 ნოემბ. გ. დააპატიმრეს და ქ. სიბირსკში გადაასახლეს. რუს. თებ. რევოლუციის (1917) შემდეგ იგი დაბრუნდა კიევში, აირჩიეს უკრაინის ცენტრ. რადის თავ-რედ (1917–18), იბრძოდა უკრაინისათვის ფართო პოლიტ. და ეროვნ.-კულტ. ავტონ. მოსაპოვებლად ფედერალიზმის საფუძველზე. 1919 გ. იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. 1924 საბჭ. უკრაინის მთავრობის მიწვევით გ. დაბრუნდა უკრაინაში, თუმცა 1931 დააპატიმრეს, ბრალი დასდეს "უკრაინის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელობაში. განთავისუფლების შემდეგ იძულებით ცხოვრობდა მოსკოვში. დაკრძალულია კიევში.

თხზ.: Iсторიя Украïни–Руси, т. 1–10 (в 13 кн.), К., 1898–1936 (т. 1–11, К., 1991–98). შ. ცირეკიძე.