გრძელველები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ტერიტორიულ ორგანოში (მცხეთა- მთიანეთის მხარე), გომბორის ქედის სამხრ.-დას. კალთაზე, მდ. ვაშლიანის (ივრის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1100 , თიანეთიდან 42 კმ . 10 მცხ. (2002). სოფლის განაპირას, სამხრ.-დას-ით დგას დარბაზული ეკლესია – ადგილის დედის ხატი. მიეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს. ეკლესია დაზიანებულია.