გრძელიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით ვლადიმერის ძე (30. IX. 1921, თბილისი, – 1. X. 1992, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). არქიტ. კანდიდატი (1956). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1948), მოსკ. არქიტ. ინ-ტის კვალიფიკაციის ამაღლების კურსები (1952). მუშაობდა „თბილქალაქპროექტში" (1956–58), ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალურ სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1964–91), პარალელურად 1989-იდან იყო არქიტ. და ქალაქთმშენებლობის თეორიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თბილ. ფილიალის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში; 1979-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილ. სამხატვრო აკადემიაში. ნამუშევრები: თბილ. საბურთალოს რ-ნის დეტალური დაგეგმარების პროექტი (1958; ა. ბაქრაძესთან , ი. და შ. ყავლაშვილებთან ერთად); ტიპური სერია 5–9-სართულიანი მონოლითური რკინაბეტონის საცხოვრ. სახლებისა (1977; ზ. ბერუაშვილთან და გ. ხიზანიშვილთან ერთად); გვინეის რესპუბლიკაში ქ. დებელეს დაგეგმარებისა და 173 განაშენიანების პროექტი (1978; გ. ბერიძესთან ერთად); თბილისში 16-სართულიანი მონოლითური რკინაბეტონის საცხოვრ. სახლი (1987, მუხიანის მიკრორაიონი) და სხვ. ს. კინწურაშვილი. მ. მაისურაძე.



გრძელიძე

თეიმურაზ ივანეს ძე (დ. 5. VIII. 1956, ბათუმი), გენერალ- მაიორი (1994). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექ. ფაკ-ტი (1978). 1978–80 მუშაობდა საკავშ. სამეცნ.-კვლ. და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინტში ინჟინრად. 1980–81 იყო სახელმწ. უშიშროების კომიტეტის ქ. მინსკის უმაღლესი კურსების კურსანტი. 1981 მუშაობა დაიწყო საქართვ. სახელმწ. უშიშროების ორგანოებში. საქართველოს სახელმწ. უშიშროების საპატიო თანამშრომელი (1996). 1997–2000 იყო საქართვ. დაზვერვის სახელმწ. დეპარტამენტის თავ-რის პირველი მოადგილე, 2000–01 – საქართვ. სახელმწ. უშიშროების მინისტრის მოადგილე, ხოლო 2001–04 – საქართვ. დაზვერვის სახელმწ. დეპარტამენტის თავ-რის მოადგილე. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III (1996) და II ხარისხის (2001) და ღირსების (1996) ორდენებით. ლ. დოლიძე.



გრძელიძე

რევაზ კონსტანტინეს ძე (1. VIII. 1930, სოფ. ბარი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 28. XII. 1998, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1976). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990). 1953 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1960–64 იყო სკკპ ისტ. კათედრის უფროსი მასწავლებელი, 1965–76 – მეცნ. კომუნიზმის კათედრის დოცენტი, 1977–81 – თსუ-ის პრორექტორი, 1987–91 – თსუ-ის სკკპ ისტ. კათედრის, ხოლო 1991–98 – პოლიტიკურ პარტიათა ისტორიის კათედრის გამგე. იკვლევდა საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხებს.