გრძელი გუბეების სამაროვანი,

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძვ. წ. I ათასწლ. შუა ხანის ძეგლი სოფ. ენისელში, მდინარეების ინწობისა და ალაზნის შესართავთან (ყვარლის მუნიციპალიტეტი). გათხარეს 1976 (კახეთის არქეოლ. ექსპედიცია, ხელმძღვ. – კ. ფიცხელაური). გამოვლინდა 18 ორმოსამარხი და ორმოსამარხის ნაშთი (ზომები: 1,5 მ × 1 მ ; 1,4 მ × 1,4 მ ; 1,9 მ × 1,7 მ ). სამარხეული მასალა ძირითადად თიხის ჭურჭელია (ლანგარი, ჯამი, ქილა, დერგი, ხელადა, ტოლჩა, კათხა, ქვევრი). სამარხებში აგრეთვე აღმოჩნდა რკინის მოხრილი დანები, ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები, სარდიონისა და პასტის მძივები.

ლიტ .: მ ა ი ს უ რ ა ძ ე ბ., იორ-ალაზნის ზემო დინების გვიანბრინჯაო – რკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1993. ც. მენაბდე.