გრძელი მცურავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრძელი მცურავი.

ე ს კ უ ლ ა პ ი ს გ ვ ე ლ ი (Elaphe longissima), უშხამო გველი ანკარასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 100–150 სმ . გავრცელებულია სამხრ.-დას. და ცენტრ. ევროპაში, მცირე აზიაში, ჩრდ. ირანში, მოლდავეთში, სამხრ.-დას. უკრაინაში, ყირიმში, კავკასიაში. საქართველოში გვხვდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში. ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარში, მთის ფერდობზე ზ. დ. 2000 მ -მდე. იმალება ნაპრალებში, ფუღუროებში და ა. შ.; კარგად დაცოცავს ხეებზე. იკვებება წვრილი ხერხემლიანებით (ძირითადად თბილსისხლიანებით). ივნისსა და ივლ. დასაწყისში ფხვიერ მიწაზე ან ხმელ ფოთლებში დებს 4–10 კვერცხს. ნაშიერები იჩეკებიან აგვ.-სექტემბერში. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში". თ. მუსხელიშვილი.