გუარამი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ ვ ა რ ა მ ი, ქართლის პირველი ერისმთავარი (VI ს. 70– 80-იანი წწ.). არსებობს მოსაზრება, რომ გ. უნდა იყოს VI ს. 70-იან წლებში ირანის წინააღმდეგ აჯანყებული ქართლის მეთაური გურგენი (იხ. გურგენის აჯანყება ). ჯუანშერის ცნობით, გ. იყო ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი დედის მხრიდან. მას ქართლის ერისთავების თხოვნით ბიზანტ. კეისარმა კურაპალატობა უბოძა და ქართლის მეფედ დანიშნა. "მოქცევაΩ ქართლისაΩს" ცნობით, გ. ქართლის ერისთავებმა აირჩიეს ერისმთავრად. სუმბატ დავითის ძე გ-ს ქართვ. ბაგრატიონთა მამამთავრად მიიჩნევს. წყაროების საერთო მოწმობით, გ-მა საფუძველი ჩაუყარა მცხეთის ჯვრის ტაძარს.

წყარო: მოქცევაΩ ქართლისაΩ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963; ს უ მ ბ ა ტ დ ა ვ ი თ ი ს ძ ე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ჯ უ ა ნ შ ე რ ი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, იქვე.

ლიტ .: ბ ო გ ვ ე რ ა ძ ე ა., ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI–VIII საუკუნეებში, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973. ა. ბოგვერაძე