გუბაზეული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდინარე გუბაზეული.

უ ბ ა ზ ო უ ლ ი, მდინარე დას. საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სუფსის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 47 კმ , აუზის ფართ. 371 კმ 2 . სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, გომისციხის მთასთან, ზ. დ. 2210 სიმაღლეზე. მისი მთავარი შენაკადებია ხანისწყალი და კალაშა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 13,7 მ 3/წმ. ი. აფხაზავა.