გუბაზ II

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. 554), ეგრისის მეფე VI ს. 40–50-იან წლებში, ბიზანტიის ვასალი. იგი მოხერხებულად იყენებდა ბიზანტ. და ირან. დაპირისპირებას და ცდილობდა დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. 541 კავშირი შეკრა ირან. მეფე ხოსრო I-თან და ბიზანტიას აუჯანყდა. მაგრამ, როდესაც 548 ირანელთა ნამდვილი ზრახვები გამომჟღავნდა (გ. II-ის მოკვლის განზრახვა, ეგრისელების აყრა თავიანთი მიწა- წყლიდან და იქ ირანელების ჩასახლება), განუდგა მათ და ისევ ბიზანტ. მხარეზე გადავიდა. 553 ირანელებმა შეძლეს ბიზანტ. და ეგრისის ჯარის დამარცხება, რაც გ. II-მ ბიზანტ. სარდლების მარტინეს, ბესასა და რუსტიკეს უნიჭობასა და ანგარებას დააბრალა. ამის გამო ბიზანტ. სარდლებმა გ. II მოკლეს (იხ. აგრეთვე სტატიები: ეგრისის დიდი ომი 542 –562 , ეგრისის აჯანყებები 541, 548, 697). წყარო: ა გ ა თ ი ა ს ქ ო ლ ა ს ტ ი კ ო ს ი, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, თბ., 1936; პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი, იქვე, ტ. 2, თბ., 1965.

ლიტ .: გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გ., ბიზანტიასა და ირანს შორის ბრძოლა იბერია-ლაზიკისათვის VI საუკუნეში, «თსუ შრომები», 1944, ტ. 26 B; გ უ ჩ უ ა ვ., გადავხედოთ წარსულს, თბ., 1967; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1). ნ. ლომოური.