გუბელაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით ოთარის ძე (დ. 14. X. 1959, თბილისი), ჰიდროტექნიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1998). 1989 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით, 1999 კი – საქართვ. აგრარული უნ-ტი იურისტ-ეკონომისტის სპეციალობით. 1983–2005 პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა აგრ. უნ-ტის ჰიდროტექნიკისა და საინჟინრო ეკოლ. კათედრაზე, 2005–07 იყო საქართვ. სოფ. მეურნ. სამინისტროს სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის თავ-რე. 2007-იდან არის საქართვ. სახელმწ. სას.-სამ. უნ-ტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. გ-ის კვლევის მიმართულებაა: მდინარის კალაპოტური პროცესების გაანგარიშების მეთოდების შესწავლა, კალაპოტური ნაკადების ჰიდროლოგიური, ჰიდრომეტრიული და ჰიდრავლიკური კრიტერიუმების დადგენა. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სერტიფიკატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

თხზ. : წყლისმიერი ეროზიული პროცესების პროგნოზირება და გაანგარიშება, თბ., 2002.



გუბელაძე

ვლადიმერ იასონის ძე (26. IX. 1921, სოფ. ზეკარი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 1945), საბჭ. კავშირის გმირი (22. II. 1944). 1939 შევიდა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტში. 175 1940-იდან საბჭ. არმიის რიგებში იყო. საბჭ. კავშირის გმირის წოდება მიენიჭა II მსოფლიო ომში მდ. დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.