გუბერნატორი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ლათ. gubernator – მმართველი), თანამედროვე სახელმწიფოებში ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის უმაღლესი თანამდებობის პირი (მაგ., აშშ-ში გ. არის შტატის აღმასრ. ხელისუფლების მეთაური – ირჩევს მოსახლეობა). საქართველოში გ-ის თანამდებობა გაჩნდა რუს. იმპერატორის ალექსანდრე I-ის მიერ 1801 აღმ. საქართველოს რუსეთის გუბერნიად გამოცხადების შემდგომ პერიოდში (იხ. თბილისის გუბერნია; ქუთაისის გუბერნია ). საქართვ. კონსტიტუციაში (მ. 813) გათვალისწინებულია ტერმინი – სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რ-იც ქვეყნის ადმ.-ტერ. ერთეულებში უზრუნველყოფს საქართვ. პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლობას. იგი ახორციელებს სახელმწ. ზედამხედველობას ადგილ. თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე და კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.