გუბერნია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსხვილი ადმინისტრაციულ- ტერიტორიული დაყოფის ერთეული რუსეთში; შემოიღო პეტრე I-მა XVIII ს-ში. რუს. იმპერიის მიერ ანექსირებულ საქართველოში 1840 წ. 10 აპრ. შეიქმნა საქართვ.- იმერეთის გუბერნია, რ-მაც 1846-მდე იარსება. 1846 წ. 14 დეკ. დებულებით საქართვ. ტერიტ. თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად დაყვეს. 1924–29 გუბერნიები გაუქმდა.

ლიტ .: ც ი ნ ც ა ძ ე ზ., აღმოსავლეთ საქართველოს გვიანი შუასაუკუნეებისა და XIX ს-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, თბ., 1974. ზ. ცინცაძე.