გუბისწყალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდინარე დას. საქართველოში, იმერეთის დაბლობზე, რიონის მარჯვ. შენაკადი (ერთვის ქ. სამტრედიასთან). სიგრძე 36 კმ , აუზის ფართ. 442 კმ 2. წარმოიქმნება მდინარეების ყუმისა და სემის შეერთებით სოფ. დედალაურთან. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალმოვარდნა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა აგვ. და სექტ-ში. საშ. წლ. ხარჯი 16,3 მ 3/წმ. იყენებენ სარწყავად. გ-ის ზემო დინებაში, სემის ხეობაში, ზ. დ. 235 -ზე არის ცარცული პერიოდის კირქვის ბრექჩიებით აგებული ბუნებრივი ხიდი. ი. აფხაზავა.



გუბისწყალი

სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის თემში, იმერეთის დაბლობზე, მდ. გუბისწყლის (რიონის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 100 , წყალტუბოდან 8 კმ . 713 მცხ. (2002).