გუბლია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი კონსტანტინეს ძე (დ. 21. V. 1928, სოფ. ყულანურხვა, ახლანდ. გუდაუთის მუნიციპალიტეტი), აფხაზი მწერალი. დ. გულიას სახ. პრემიის ლაურეატი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. მუშაობდა სოხუმის მ. გორკის სახ. პედ. ინ-ტში აფხ. ლიტ. ისტორიის კათედრის გამგედ. პირველი პოეტური კრებული გამოაქვეყნა 1956. ძირითადი კრებულები: „გზა მშვიდობისა" (1958), „ჩემი კერის ნაპერწკლები" (1960), „გაზაფხულის დღეები" (1963), „მეგობრობის სიმღერა" (1972), „მე და ზღვა" (1975) და სხვ. მის პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მშობლიური მიწის სიყვარულს, მის ისტორიასა და ბუნებას (ლექსები: „ბზა", „ძველი კვერთხი", „ბალადა მუხაზე", „ორი ვაზის ბედი" და სხვ.). აქვს პოემებიც („აფხაზეთი", „ადგურ ბზიაბა", „უძლეველნი" და სხვ.).

თხზ. : მოქრის კოდორი, თბ., 1964; ლექსები, თბ., 1971; დიმიტრი გულია. შემოქმედებითი გზა, თბ., 1974; ისევ აქა ვარ, თბ., 1977; ღელავდა ზღვა: ლექსები და პოემა, თბ., 1988.