გუგეშაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შიო ილიას ძე [22. V (4. VI). 1908, ქ. გროზნო, ახლანდ. ჩაჩნეთის რესპ. იჩქერია, – 7. IX. 1989, თბილისი], თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1966). პროფესორი (1968). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1980). 1934 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1934–41 და 1946–58 მუშაობდა იქვე, შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე; 1958–86 იყო ამავე კათედრის გამგე, 1986-იდან – კონსულტანტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1943–46 იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედ. სამსახურში). სწავლობდა ორგანიზმში წყლისა და მკვრივ ნივთიერებათა ცვლას ნორმასა და პათოლოგიაში, კერძოდ, ბოტკინის დაავადებისა და ბაქტერიული დიზენტერიის დროს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები.

თხზ .: შინაგან დაავადებათა პროპედევტიკა, 1, თბ., 1976.