გუგულის სელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუგულის სელი.

(Polytrichum commune Hedw.), ღეროფოთლოვანი ხავსების კლასის ორსახლიანი მცენარე. აქვს კარგად განვითარებული და უხვად შეფოთლილი რიზოიდებიანი ღერო. ფართოდ გავრცელებული სახეობაა, ქმნის მასიურ კორდებს და ხელს უწყობს ნიადაგის დაჭაობებას. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველა რეგიონში, დაბლობიდან ალპური სარტყლის ჩათვლით, ტენიან ტყეებსა და მდელოებზე, ტორფიან და ისლიან ჭაობებზე. ქ. ტიგიშვილი.