გუგულის ქედი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიხის ქედის სამხრ.-აღმ. გაგრძელება შიდა ქართლის ვაკეზე (ლიხის ქედს გამოეყოფა სოფ. ბრილთან). ზ. დ. 817 მ -მდე სიმაღლის გორაკ-ბორცვიანი სერი აგებულია მესამეული ასაკის თიხებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით. დას. ნაწილში ფართოფოთლოვანი ტყის კორომებია. დიდი ნაწილი გამოყენებულია სას.-სამ. სავარგულებად. ჭ. ჯანელიძე.