გუდა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოთხში ამოღებული თხის, ცხვრის ან ხბოს ტყავისაგან დამზადებული, ზურგზე ან მხარზე გადასაკიდებელი ჭურჭელი. თხის ტყავის გ-ს შიგნით კუპრავდნენ და საღვინედ იყენებდნენ. მას „კუპრი", „კუპრიელი", „ტიკი" (ძვ. „თხიერი") ერქვა. გ-ით გადაჰქონდათ აგრეთვე წყალი, ზეთი, თაფლი, ტკბილი და სხვ. ცხვრის ტყავის გ-ს ყველის („გუდის ყველი") გამოსაყვანად, შესანახად და გადასატანად იყენებდნენ. გურია-სამეგრელოში „გ." ღვინის საგადასახადო ერთეულიც იყო. ლ. ფრუიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გუდა&oldid=1107-დან“