გუდაბერტყა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Gudabertya cixigora.jpg
გუდაბერტყა. თიხის მინიატიურული ჭურჭელი. ძვ. წ. III ათასწლეული. გორის ისტორიულ-ეთნოგრა- ფიული მუზეუმი.

ც ი ხ ი ა გ ო რ ა, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი გორის აღმ-ით, 7 კმ -ზე, სოფ. სვენეთთან. გათხრა დაიწყო 1956-იდან (ხელმძღვ. – შ. ამირანაშვილი, ს. ნადიმაშვილი). განსაკუთრებით საყურადღებოა გ-ის უძველესი ფენები, რ-ებშიც მტკვარ -არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი მასალა აღმოჩნდა. დადგინდა, რომ ძვ. წ. III ათასწლეულში გ. იყო შიდა ქართლის დიდი სამოსახლო. გარს ერტყა ალიზის გალავანი, რ-ის შიგნით გაითხარა თიხის ფიგურულკერებიანი, კარკასული ტიპის მოხატული შენობები. ნამოსახლარის ცენტრ. ნაწილში აღმოჩნდა საზ. დანიშნულების შენობა და მარცვლეულის შესანახი ხაროები. მოპოვებულ მასალათა შორის აღსანიშნავია თიხის უძველესი საბეჭდავები რ-ებზეც ირმისა და ფრინველის სტილიზებული გამოსახულებებია ამოკვეთილი. ნამოსახლარის მახლობლად ადრინდ. ბრინჯაოს ხანის სამაროვანია, რ-ის ცენტრში გორასამარხი იყო. გ-ის ზედა ფენები ადრინდ. რკინის ხანით თარიღდება.

ლიტ .: ნ ა დ ი მ ა შ ვ ი ლ ი ს., გუდაბერტყა- ციხიაგორა, «ლიახვი», 1963, #3; Ч у б и н и ш в и л и Т. Н., К древней истории Южного Кавказа, [т. ] 1, Тб., 1971. ი. გაგოშიძე