გუდამაყრის არაგვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შ ა ვ ი ა რ ა გ ვ ი, მდინარე აღმ. საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე. სიგრძე 30 კმ , აუზის ფართ. 240 კმ 2 . სათავეს იღებს მთა ჭაუხის დას. კალთაზე, ზ. დ. 2940 სიმაღლეზე. დაბა ფასანაურთან მარცხნიდან ერთვის მდ. მთიულეთის (თეთრ) არაგვს. მთავარი შენაკადია ბაკურხევი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 7,96 მ 3/წმ. ზამთრობით უჩნდება ყინულნაპირისი, თოში, ფსკერის ყინული. ი. აფხაზავა.