გუდამაყრის უღელტეხილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბ უ რ ს ა ჭ ი რ ი, უღელტეხილი კავკასიონის მთავარ ქედზე, ჭაუხისა და სადუციის მთებს შორის, გუდამაყრის არაგვისა და სნოსწყლის (თერგის მარჯვ. შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზ. დ. 2369 მ . აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. გ. უ-ზე გადადის ბილიკი სოფ. ბურსაჭირიდან (დუშეთის მუნიციპალიტეტი) სოფ. კარკუჩაში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი). უღელტეხილზე სუბალპ. ლანდშაფტია. ლ. მარუაშვილი.