გუდამაყრის ქედი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხრ. შტოქედი. მთიულეთ-გუდამაყრის არაგვისა და ფშავ-ხევსურეთის არაგვის წყალგამყოფი. მთავარ ქედს გამოეყოფა მწვერვალ ჩრდილოეთის ჭაუხთან და გრძელდება დაბა ჟინვალამდე, სიგრძე დაახლ. 40 კმ. გ. ქ-ზეა მწვერვალები: აღმოსავლეთის ჭაუხი, საჩალის მთა, ლაღის მთა, ლუთხუბი, საფსიტისწვერი, სახაროვნოს მთა, ხმალაისწვერი; უღელტეხილები: ფხიტური, უკანტბა და სხვ. ქედის უკიდურესი ჩრდ. ნაწილი აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, შუა ნაწილი – ზედაიურული კარბონატული ფლიშით, სამხრეთი – ცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით. გ. ქ-ის თხემზე სუბალპ. და ალპ. მდელოებია, კალთებზე – შერეული ფოთლოვანი ტყეები (მუხა, რცხილა, წიფელი და სხვ.). ლ. მარუაშვილი.