გუდანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდინარეების აკუშოსხევისა და ლიქოკისხევის (ხევსურეთის არაგვის მარცხ. შენაკადები) წყალგამყოფზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 2090 . აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. აღმ. კალთა ძლიერ ციცაბოა, ჩრდ., სამხრ. და დას. – დამრეცი. შემოსილია სუბალპ. მდელოებით.



გუდანი

სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ხევსურეთის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. გუდანისჭალის (ხევსურეთის არაგვის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს, ბარისახო – შატილის საავტ. გზაზე. ზ. დ. 1700 , დუშეთიდან 75 კმ . 48 მცხ. (2002). სოფლის ჩრდ.-აღმ-ით, 200 -ზე მდებარეობს ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავი – გუდანის ჯვარი . მ. ბალიაური.