გუდაუთა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქალაქი (1926-იდან) დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთის არ), გუდაუთის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდ. გუდოუს შესართავთან, სარკინიგზო და საავტ. მაგისტრალზე. ზ. დ. 10 , სოხუმიდან 43 კმ , თბილისიდან 487 კმ . 14,9 ათ. მცხ. (1989). გ. ზღვისპირა კლიმ. კურორტია. ჰავა – ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპრა 14,30C, იანვ. საშ. ტემპ-რა 5,60C, ივლ. 23,00C. აბსოლ. მინ. –130C; აბსოლ. მაქს. 410C. ნალექები 1550 მმ წელიწადში. ფარდობითი ტენიანობა 75%. ძირითადი სამკურნ. საშუალება – კლიმატოთერაპია. სამედ. ჩვენება: გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის არასპეციფ. და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი. სეზონი – მთელი წელი. 1991 გ-ში იყო ჩაის ფ-კა, თამბაქოს საფერმენტაციო და ღვინის ქ-ნები, ავტოსარემონტო სახელოსნოები, წვრილი საწარმოები (ამზადებდნენ კვების პროდუქტებს და ფართო მოხმარების საგნებს), საბავშვო ბაღები, საშ. ზოგადსაგანმან. სკოლები, ბ-კა, კულტსახლი, საზაფხულო თეატრი, კინოთეატრი საავადმყოფო. მოქმედი სალოცავია წმინდა გიორგის საფარვლის ქართ. მართლმადიდებელი ეკლესია. ვ. ჯაოშვილი. გ. უშვერიძე.