გუდაუთის უღელტეხილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უღელტეხილი ბზიფის ქედზე, მდინარეების მწარის (ააფსთის მარცხ. შენაკადი) და რეშევიეს (ბზიფის მარცხ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზ. დ. 1565 მ. მიდამოები შემოსილია წიფლნარით და წიფლნარ- მუქწიწვოვნებით. ააფსთის აუზს (შავიზღვისპირეთი) საცალფეხო ბილიკით აკავშირებს ბზიფის ხეობასთან (სოფლები: რეშევიე, სერებრიანოე – ყოფ. ვერცხლოვანი). დ. უკლება.