გუდისისწყალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ერედვისა და ჯავის მუნიციპალიტეტებში, ლიახვის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართ. 91 კმ 2. სათავე აქვს გერმუხის ქედის სამხრ. კალთაზე, ზ. დ. 2860 სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზაფხულსა და ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 2,66 მ 3/წმ. ი. აფხაზავა.