გუდისის ქედი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერმუხის ქედის სამხრ. განშტოება, მდინარეების დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის წყალგამყოფი. გამოეყოფა გერმუხის ქედს მანგაავცაგის მთასთან. სიგრძე 32 კმ , უმაღლესი მწვ. გუდისი (ზ. დ. 2945 ). გ. ქ. რკალის ფორმისაა, მიმართულია სამხრეთისაკენ. აგებულია ზედაიურული ფიქლებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით, ქვედაცარცული კირქვებითა და მერგელებით, სარმატული ქვიშაქვებით, თიხებითა და კონგლომერატებით. მაღალ ადგილებში ტროგებისა და მორენების სახით შემორჩენილია ძვ. გამყინვარების კვალი. თხემსა და ჩრდ. კალთაზე სუბალპ. და ალპ. მდელოებია, დანარჩენ კალთებზე – მუხის, რცხილის, წიფლისა და წიწვოვანი ტყეები. ს. ნემანიშვილი.