გუდოუ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ უ დ ა უ, მდინარე დასავლეთ საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 11 კმ , აუზის ფართ. 45 კმ 2 . ერთვის შავ ზღვას. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. დამახასიათებელია წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. ერთვის რამდენიმე შენაკადი, რ-თა ჯამური სიგრძეა 9 კმ . საშ. წლ. ხარჯი 1,3 მ 3/წმ. ი. აფხაზავა.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გუდოუ&oldid=1146-დან“