გუთნისი-დედა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირველი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროფილის ილუსტრირებული ორკვირეული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1861 დეკ-იდან 1876 ოქტ-მდე. სხვადასხვა დროს რედაქტორები იყვნენ ი. კერესელიძე , ი. ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი; ფაქტობრივი ხელმძღვანელი), ა. ფურცელაძე , ა. ვართანოვი. 1861–72 იყო ჟურნ. „ცისკრის" დამატება. 1873-იდან დამოუკიდებელი ჟურნალი გახდა. გამოსცემდა "კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება". იბეჭდებოდა აგრონ. ხასიათისა და XIX ს. 60–70-იანი წლების საქართვ. სოფ. მეურნეობის ამსახველი სტატიები; აგრეთვე იმ სას.-სამ. იარაღების სურათები, რ-თა გაყიდვასაც სთავაზობდა მკითხველს. გ. თოდუა.