გულაბი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გულაბი.

საქართველოში გავრცელებული ენდემური მსხლის ჯიში. აქვს საშ. სიდიდის ნაყოფი, მოყვითალო- ლიმონისფერი ნაზი კანი, თეთრი, ტკბილი, მდნარი, წვნიანი არომატული რბილობი. მწიფდება აგვ. დასაწყისში. არატრანსპორტაბელური მაღალხარისხოვანი სუფრის ჯიშია. საქართვ. მეხილეობის რ-ნებში ფართოდ არის გავრცელებული. გ-ის კლონური ჯგუფებია თბილისური, კახური, ქართლური, ახალციხური, ლეკური და სხვ. სოკოვან დაავადებათაგან აზიანებს ქეცი. დ. შარაშენიძე.