გულაკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიკოლა ივანეს ძე [1822, ზოლოტონოშის რ-ნი, პოლტავის გუბ., ახლანდ. ჩერკასის ოლქი, – 26. V (7. VI). 1899, ელიზავეტპოლი, ახლანდ. განჯა], უკრაინელი მეცნიერი, პედაგოგი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა დერპტის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. იყო ერთერთი ფუძემდებელი კირილე და მეთოდეს საზ-ბისა, რ-იც მიზნად ისახავდა ბატონყმობის დამხობას, სლავი ხალხების განთავისუფლებას ჩაგვრისა და დესპოტიზმისაგან, სლავური დემოკრ.- ფედერ. რესპ. შექმნას. გ., როგორც საზ-ბის ერთ-ერთი მთ. ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, 1847 დააპატიმრეს. გადაასახლეს პერმში. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას რუს. სხვადასხვა ქალაქში. 1863 მასწავლებლად გადმოიყვანეს ქუთ., ხოლო 1867 – თბილ. კლასიკურ გიმნაზიაში. გაზეთებში: „კავკაზი", „ნოვოე ობოზრენიე", „ობზორი" და სხვ. აქვეყნებდა წერილებს ქართველოლოგიის საკითხებზე. აღსანიშნავია გ-ის რეცენზიები ფ. ალტერის წიგნზე – „ქართული ლიტერატურის შესახებ" (1798) (გაზ. „კავკაზი", 1882, #271–272), ი. ჭავჭავაძისა და პ. უმიკაშვილის „ვისრამიანის" ქართ. გამოცემის (გაზ. „კავკაზი", 1885, #216), ვეფხისტყაოსნის ა. ლაისტისეული გერმ. თარგმანის თაობაზე (გაზ. „ნოვოე ობოზრენიე", 1891, 2. V). განსაკუთრებით საინტერესოა გ-ის ნაშრომი ვეფხისტყაოსნის შესახებ. ამ გამოკვლევაში ორიგინალურად არის გაშუქებული პოემის იდეები და სახეები, განსაზღვრულია მისი ადგილი მსოფლიო ლიტრის საგანძურში და მოცემულია საინტერესო მსჯელობა ქართ. ლექსის ბუნების შესახებ. გ. ავტორია ლინგვ. გამოკვლევისა ქართული ენის ადგილი ინდოევროპულ ენათა ოჯახში".

თხზ .: Древнейшие авторы ( греческие и римские) о Грузии и грузинских племенах (1876), საქართვ. მეცნ. აკადემიის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტი. ე. ვეიდენბაუმის არქივი, საქმე 490, ფ. 1–20; Древнейшее свидетельство о грузинском языке (1882), იქვე, საქმე 506, ფ. 1–90; О "Барсовой коже Руставели“, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», 1884, в. 4; О месте, занимаемом грузинским языком в семье индоевропейских языков, იქვე, 1899, в. 26.

ლიტ .: Б а к а н и д з е О. А., Из грузино- украинских связей, Тб., 1968; Из истории украинско-грузинских связей, К., 1971; Радужными мостами, К., 1968, с. 18–32. ნ. ფორაქიშვილი.