გულბადი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ უ ლ ბ ა ა თ ი, ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI ს. 30-იან წლებში, თბილისის ციხისთავი. 1541, ირანის შაჰის – თამაზ I-ის საქართველოში პირველი ლაშქრობის დროს, გ-მა უღალატა ქართველებს, თბილისის ციხე მტერს ჩააბარა, შაჰის მხარეზე გადავიდა და მუსლიმანობა მიიღო. შაჰმა სათანადოდ დააჯილდოვა რენეგატი ქართველი და მისი ვაჟები საკუთარ ამალაში ჩარიცხა.

წყარო: ე გ ნ ა ტ ა შ ვ ი ლ ი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ჰ ა ს ა ნ რ უ მ ლ უ ს ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1966. ვ . გუჩუა.