გულბათი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

[ნამდვ. სახელი და გვარი – ოლღა ილიას ასული გ რ უ ზ ი ნ ს კ ა ი ა (1846–1913)], მთარგმნელი, ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შემკრები. საქართვ. მეფის გიორგი XII-ის შვილიშვილი. იყო რუს. საიმპერატორო კარის სეფექალი პეტერბურგში. შემდეგ ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც 1899 ცალკე წიგნად გამოაქვეყნა 23 ქართ. ლეგენდისა და ზღაპრის რუს. თარგმანი. ა. წერეთელმა რეცენზია დაწერა ამ კრებულზე და გულთბილი ლექსი უძღვნა გ-ს.

თხზ .: Сборник грузинских легенд, М., 1899; Сказания и легенды, под ред. М. Я. Чиковани, Тб., 1963.

ლიტ .: ბ ა რ ა მ ი ძ ე ა., თრითინოს გარშემო, «დროშა», 1971, #4; ც ა ი შ ვ ი ლ ი სოლ., ლიტერატურული ნარკვევები, თბ., 1962; წ ე რ ე თ ე ლ ი ა., თხზ. სრ. კრ., ტ. 13, თბ., 1961. ჯ. ბარდაველიძე.