გულგულა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), ალაზნის ვაკეზე, მდ. თურდოს (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. სათავო სოფელი. ზ. დ. 480 მ , თელავიდან 6 კმ . 1,3 ათ. მცხ. (2002). გ. დასახლებული იყო ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან. საისტორიო წყაროებში მოიხსენიება გოლგოთად, ტყეტბად. ლეონტი მროველი სოფელს კახეთსა და ჰერეთს შორის საზღვრად მიიჩნევს. საზღვრის მნიშვნელობითაა იგი ნახსენები ჯუანშერის თხზულებაშიც. სოფელში შემორჩენილია სხვადასხვა დროის არქიტ. ძეგლები: დიმიაანთ კოშკი (XVIII ს.), გვიანდ. შუა საუკუნეების კვირაცხოვლისა და ყველაწმიდის (განახლებულია XIX ს-ში) ეკლესიები, წმ. გიორგის ეკლესია (XVIII–XIX სს.). წყარო: ლ ე ო ნ ტ ი მ რ ო ვ ე ლ ი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ჯ უ ა ნ შ ე რ ი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, იქვე; ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ. : ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 8, თბ., 1975; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ფ ი ც ხ ე ლ ა უ რ ი კ., გვიანი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი სოფ. გულგულასთან, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1959, ტ. 2. კ. კახაძე.