გულეიკარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი აბაშის მუ197 ნიციპალიტეტის კეთილარის თემში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ოდიშ-გურიის დაბლობზე, მდ. რიონის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 16 , აბაშიდან 11 კმ, ჯაპანიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 4 კმ. 408 მცხ. (2002). სოფელს თავდაპირველად გულევლი ერქვა, გულევლის წმინდა გიორგის ეკლესიის აშენების შემდეგ გულევლისკარი უწოდეს. გ. წყაროებში პირველად 1628 მოიხსენიება. ეკლესია აგებული უნდა იყოს ძვ. ეკლესიის ადგილზე. თ. ბერაძე.