გულისაბა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გულისაბა.

Mirabilis jalapa), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე გულისაბასებრთა ოჯახისა. სამშობლოა პერუ, მექსიკა, ჩილე. ფართოდ გავრცელებული დეკორ. მცენარეა. კულტივირებულია საქართველოშიც. კარგად ვითარდება აღმ. საქართველოში. იძლევა თვითნათესარსაც (თბილ. ბოტან. ბაღი). ერთწლიანი კულტურაა. მისი სიმაღლეა 60–100 სმ. აქვს თითისტარისებრი მსხვილი ხორცოვანი ფესვები. ივითარებს მრავალ საყვავილე ღეროს ნაირფერი ყვავილებით. ხშირად ერთ ყვავილედში სამი ფერის ყვავილია (თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი). დეკორ. მებაღეობაში ცნობილია დაბალტანიანი, ჯუჯა, ჭრელფოთოლა ფორმებიც. გ-ის ყვავილები იშლება მხოლოდ შებინდებისას და ყვავის დილამდე. ღრუბლიან ამინდში გაშლილია დღისითაც. ყვავილობს ივნისიდან ნოემბრამდე. მრავლდება თესლით. ლ. ასიეშვილი.