გულორდავა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარიკა ლერის ასული (დ. 29. VIII. 1985, სოხუმი), მომღერალი (სოპრანო), ვოკალისტთა თბილისის (I პრემია), მოსკოვის (პ. ჩაიკოვსკის სახელობის, II პრემია) და სარაგოსას (მონსერატ კაბალიეს სახელობის I პრემია) საერთაშორისო პრემიების ლაურეატი (ყველა 2007). სწავლობდა თბილისის I სამუს. სასწავლებელში (პედ. – ქ. ელიავა), 2004-იდან – თბილისის კონსერვატორიაში (პედ. – ლ. გოგლიჩიძე). მონაწილეობა მიიღო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სპექტაკლებში, შეასრულა ტატიანასა და იოლანტას პარტიები (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "იოლანტა"). 2009-იდან სწავლობს მილანის "ლა სკალას" ვოკალური ხელოვნების აკადემიაში. გ. ტორაძე.