გულრიფში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გულრიფშის ერთ-ერთი ქუჩა.

(1975-მდე – ქ ვ ე მ ო გ უ ლ რ ი ფ შ ი), დაბა (1975-იდან) დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთის არ), გულრიფშის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, სარკინიგზო და საავტ. მაგისტრალზე. ზ. დ. 20 მ, სოხუმიდან 13 კმ, თბილისიდან 431 კმ . 10,7 ათ. მცხ. (1989). გ. ზღვისპირა კლიმ. კურორტია. ჰავა – ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 14,50С, იანვ. საშ. ტემპ-რა 6,20С, ივლ. 22,90С; აბსოლ. მინ. –120С, აბსოლ. მაქს. 410С. ზღვის ბრიზები რამდენადმე ანელებს ზაფხულის სიცხეს. ნალექები 1410 მმ წელიწადში. ფარდობითი ტენიანობა 72%. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 სთ წელიწადში. სამკურნ. საშუალება – კლიმატოთერაპია. სამედ. ჩვენება: ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა. სეზონი – მთელი წელი. 1991 გ-ში იყო სახლთსაშენი კომბინატი, საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმო, საბავშვო ბაღები, საშ. ზოგადსაგანმან. და სამუსიკო სკოლები, სუბტროპ. კულტურების სოხუმის საცდელი სადგური, საქართვ. მცენარეთა დაცვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის აფხ. მცენარეთა დაცვის საცდელი სადგური და სხვ. შ. ლაშხია. გ. უშვერიძე.