გულუა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გია აბიბოს ძე (20. II. 1956, ზუგდიდი, – 20. IV. 1994, თბილისი), პოლიციის გენერალმაიორი (1992). დაამთავრა ხარკოვის სახანძრო ტექ. სასწავლებელი (1976), სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) აკადემია (მოსკოვი, 1986). 1992 იანვრიდან იყო შსს თბილ. სამმართველოს უფროსი, ივნ-იდან – საქართვ. რესპ. შსს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, 4 დეკიდან – საქართვ. რესპ. შს მინისტრის მოადგილე, სატრანსპ. პოლიციის მთ. სამმართველოს უფროსი. ტრაგიკულად დაიღუპა ტერაქტის შედეგად. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1994). ლ. დოლიძე.



გულუა

დავით დავითის ძე (დ. 11. VI. 1954, დაბა ჩხოროწყუ), გენერალ- მაიორი (1993). ვიცე-ადმირალი (2008). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ავტომატიკისა და მექანიზაციის (1978), იურიდიული (2000) ფაკ-ტები. 1992 აფხ. ცნობილი მოვლენების დროს იყო საქართველოს ეროვნ. გვარდიის საბრძოლო ნაწილის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კორპუსის მეთაურის მოადგილე, 1992 დეკ-იდან – აფხ. ავტონ. რესპ. შინაგან საქმეთა მინისტრი, 1996- იდან – საქართვ. სატრანსპ. პოლიციის მთ. სამმართველოს უფროსი. 1997 მაისიდან სატრანსპ. პოლიციის დეპარტამენტის თავ-რე. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი (2003–08). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1994). ლ. დოლიძე.



გულუა

მიხეილ ეგნატეს ძე (3. I. 1905, ბათუმი, – 29. IV. 1967, თბილისი), ინჟინერ-არქიტექტორი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1960). დაამთავრა საქართვ. საინჟინრო- სამშ. ინ-ტი (1932). წლების მანძილზე მუშაობდა ხელმძღვ. თანამდებობებზე სამშ. ორგანიზაციებში – სსრ კავშირის ნავთობის მრეწვ., საქართვ. სახ. მეურნ. საბჭოს ნავთობისა და ქიმ. მრეწვ. სამმართველოს სისტემებში, მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორად (1959–67). იყო რამდენიმე განხორციელებული პროექტის ავტორი. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. კომუნ. მშენებლობის ტექნიკუმში, საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში. 1936–66 იყო საქართვ. არქიტექტორთა კავშირის სარევიზიო კომისიის თავ-რე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ს. კინწურაშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გულუა&oldid=1209-დან“