გულყვითელა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გულყვითელა. სამკურნალო გულყვითელა (Calendula officinalis).

ნ ა რ გ ი ზ ე ლ ა (Calendula), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახი, იშვიათად ბუჩქბალახებია. აქვთ ჯირკვლოვანი ბეწვებით მოფენილი ღერო, მოგრძო-ლანცეტა ფოთლები, მოზრდილ კალათებად შეკრებილი ნარინჯისფერი ან ყვითელი ყვავილები. გვარი აერთიანებს 20-ზე მეტ სახეობას, რებიც გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში ბუნებრივად იზრდება ერთწლოვანი სახეობა: C. arvensis, იშვიათად გვხვდება თბილ. სამხრ-ით მდებარე რ-ნებში, დანაგვიანებულ ადგილებზე; C. gracilis იზრდება ქიზიყში (ელდარის ველი), მშრალ ფერდობებზე. სამკურნ. გ. (C. officinalis) მოჰყავთ სამკურნ. და დეკორ. მიზნით. მ. გურგენიძე.