გულწითელა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გულწითელა. კავკასიური გულწითელა (Erithacus rubecula caucasicus).

(Erithacus rubecula), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, სპორადულად აზიასა და ჩრდ. აფრიკაში. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან, ვრცელდება ზ. დ. 1800 -მდე. მისი სხეულის სიგრძე 150–160 მმ, მასა 16–18 აღწევს. ბუდეს იკეთებს მიწაზე, კუნძებზე, იშვიათად ფუღუროში, წაქცეული ხეების ქვეშ. დებს 5–6 კვერცხს, კრუხობს 13–14 დღე. ფრთხილი ფრინველია, საკვებს ხტუნვა-ხტუნვით დაეძებს. იკვებება მწერებით, ლოქორებით, ჭიებითა და სხვა უხერხემლოებით. საქართველოში გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ფორმა, ამასთან, კავკასიონისათვის დამახასიათებელია კავკ. ქვესახეობა კ ა ვ კ ა ს ი უ რ ი გ. (E. r. caucasicus), ხოლო მცირე კავკასიონისათვის – ირანული ქვესახეობა – ჰ ი რ კ ა ნ უ ლ ი გ. (E. r. hyrcanus). რ. ჟორდანია.