გუმათის წყალსაცავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყალსაცავი მდ. რიონის შუა დინებაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. გუმათთან, ზ. დ. 210 სიმაღლეზე. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1958. შექმნილია 30 სიმაღლის რკინაბეტონის კაშხლით. ფართ. 3,1 კმ 2, მოცულობა 42 მლნ. მ 3 (მაქს. დონის დროს), მაქს. სიღრმე 24 , სიგრძე 11 კმ, სიგანე 60-იდან 550 - მდე. არეგულირებს მდ. რიონის ჩამონადენს გუმათჰესისათვის. გ. წ. წაგრძელებულია მდინარის ხეობის მიმართულებით. ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული, ადგილ-ადგილ ფლატოვანია. ზვირთცემა სუსტია. მდ. რიონს წყალსაცავში წლიურად 5 მლნ. -ზე მეტი მყარი ჩამონადენი შეაქვს, რის გამოც სწრაფად ისილება. ი. აფხაზავა