გუმბარიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გ. გუმბარიძე.

გივი გრიგოლის ძე (დ. 22. III. 1945, თბილისი), საქ. კპ ცკ-ის პირველი მდივანი (1989, აპრ.–ოქტ.), საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს თავ-რე (1989, ნოემბრ. – 1990, ოქტ.). 1966 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1969–77 იყო საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, ხოლო 1977–83 – საქ. კპ ცკ-ის აპარატის თანამშრომელი, 1983–85 საქ. კპ ზესტაფონის რაიკომის პირველი მდივანი, 1988-იდან – საქ. კპ თბილ. საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1988 დეკ-იდან – საქ. სსრ სახელმწ. უშიშროების კომიტეტის თავ-რე. იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი (1989). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.