გუმბრის თიხა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ უ მ ბ რ ი ნ ი (სახელი ეწოდა სოფ. გუმბრის მიხედვით), გუმბრის მათეთრებელი თიხის საბადოს ტუტემიწა ბენტონიტური თიხების სახესხვაობა. გ. თ-ის მთავარი ქანმაშენი მინერალია მონტმორილონიტი, რ-იც წარმოიქმნა ვულკ. ფერფლისა და ვიტროკლასტური ტუფების წყალქვეშა შეცვლის შედეგად. გ. თ. შეიცავს აგრეთვე გლაუკონიტს, პლაგიოკლაზს, კრისტობალიტსა და ზოგიერთ სხვა მინერალს. გ. თ-ს სორბენტად იყენებენ ნავთობგადასამუშავებელ მრეწველობაში. გ. თ-ის კომპლ. შესწავლის შედეგად ქართვ. სპეციალისტებმა დაადგინეს მისი გამოყენების შესაძლებლობა სამსხმელო წარმოებაში და მადნეული ნარჩენების მოსაგუნდავებლად. გ. მაჩაბელი.