გუმბრის მათეთრებელი თიხის საბადო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტუტემიწა ბენტონიტური თიხის (გუმბრინის) საბადო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. გუმბრის მიდამოებში. აღმოაჩინა ა. თვალჭრელიძემ 1915. საბადოს ექსპლუატაცია დაიწყო 1930. საქართველოში ბენტონიტური თიხების მოპოვებამ განაპირობა აშშ-იდან სსრკ-ში მათი (სახელდობრ, ფლორიდინის) იმპორტის შეწყვეტა. გუმბრინის 4 სისქის მომწვანო-მოყვითალო ფენა დაკავშირებულია სენომანური ასაკის ვულკანოგენურ-დანალექ წყებასთან. ფენა განლაგებულია მკვრივ ტუფოგენურ გლაუკონიტიან ქვიშაქვებზე და ზემოდან ადევს ტუფქვიშაქვები. წყების აღმავალ ჭრილში გავრცელებულია აგრეთვე დაახლ. 1 სისქის ვარდისფერი გუმბრინის ფენა. გ. მაჩაბელი.