გუმის მღვიმოვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარსტული მღვიმოვანი სოხუმის მუნიციპალიტეტში, სოფ. გუმის მიდამოებში, დასავლეთის გუმისთის ხეობის მარცხ. ფერდობზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. აერთიანებს ციკლგავლილ სამ მშრალ მღვიმეს. ქვედა მღვიმის შესასვლელის აბსოლ. სიმაღლეა 370 , შუისა – 380 , ზედა მღვიმისა – 450 . მღვიმეების სიგრძე, შესაბამისად, 90, 20 და 45 . ქვედა მღვიმე ერთი ვრცელი დარბაზია. მღვიმეები ერთმანეთს ვიწრო, გადაულახავი ნაპრალებით უკავშირდება. გ. მ-ში არის კალციტის ნაირფეროვანი ნაღვენთი წარმონაქმნები (სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, გურები, ოოლითებისა და პიზოლითების კონკრეციები და სხვ.); ქვედა მღვიმეში რამდენიმე კულტ. ფენაა.

ლიტ. : ტ ა ტ ა შ ი ძ ე ზ., წ ი ქ ა რ ი შ ვ ი ლ ი კ., ჯ ი შ კ ა რ ი ა ნ ი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009. ზ. ტატაშიძე.