გუმიშხა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთა ბზიფის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, მდინარეების დასავლეთის გუმისთისა და ააფსთის წყალგამყოფ კლდოვან ქედზე, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 1800 . აგებულია ზედაცარცული კირქვებით. გ-ის კალთებზე რცხილისა და წიფლის ტყეებია, მწვერვალზე – სუბალპ. მდელობუჩქნარი.