გუნბა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ს. გუნბა ასპარეზობისას.

საიდა კაპასას ასული (დ. 30. VIII. 1959, სოხუმი), მძლეოსანი (შუბის ტყორცნა). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი, საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1979). სპორტ. საზ-ბა „ქარიშხალას" წევრი (სოხუმი). 1981 დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. ინ-ტი. სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი (1979). XXII ოლიმპიური თამაშების (1980, მოსკოვი) ვერცხლის პრიზიორი. სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი (1983). 1978–87 იყო საქართვ. ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწ. კომიტეტის ინსტრუქტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდო.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გუნბა&oldid=2666-დან“